ბიძინა ივანიშვილი – კომენტარის ღირსიც კი არ არის, რაც ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა

ბიძინა ივანიშვილი – კომენტარის ღირსიც კი არ არის, რაც ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა

კომენტარის ღირსიც კი არ არის, რაც ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გამოცემა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის დასახმარებლად გაღებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით, რომელმაც გარკვეულ წრეებში უარყოფითი აჟიოტაჟი გამოიწვია, ივანიშვილი პასუხობს:

ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში. ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა.

არის ასეთი მაგარი კაცი, თემურ ტყემალაძე, ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები