ბიძინა გეგიძე მამუკა ბახტაძის მიერ, საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იზიარებს.

ბიძინა გეგიძე მამუკა ბახტაძის მიერ, საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ, საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იზიარებს.
შესაბამისი შეფასება ბიძინა გეგიძემ „კვირასთან“ საუბარში გააკეთა.
„ფინანსთა მინისტრის განცხადების შინაარსსა და მის არგუმენტებს ვეთანხმები. როდესაც ბანკებზე ვსაუბრობთ, ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომ ორი ბანკი მოიცავს მთელ ამ ველს – ეს არის „საქართველოს ბანკი“ და „თი-ბი-სი” ბანკი. ვიზიარებ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია და არ აქვს მამოძრავებელი ძალის ფუნქცია“, – განუცხადა „კვირას“ ბიძინა გეგიძემ.
დეპუტატი სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძის ინიციატივასაც იწონებს.
„ეს არის სწორი გადაწყვეტილება, სწორი ინიციატივა და მე ამას მხარს ვუჭერ, ბანკების პოლიტიკამ დღის წესრიგში დააყენა ის, რომ ფინანსთა მინისტრს ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება მიეღო“, -აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია.
მინისტრმა შესაბამისი განცხადება ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.
ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები