“ბევრი მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა”

“ბევრი მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ვირუსთან წინააღმდეგ  ბრძოლაში რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, მოწოდების მიუხედავად, ახლა უკვე 22:00 საათის შემდეგ შეკრებები მცხეთაში ფიქსირდება.

„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს. უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადანაიცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები