ბესელიას განცხადებით, იცვლება კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისის შექმნა შეუძლია

ბესელიას განცხადებით, იცვლება კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისის შექმნა შეუძლია

ეკა ბესელია – იმ კონსტიტუციას, რომელსაც ვცვლით სახელი ჰქვია – თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით – მას თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუცია მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

ბესელიას განცხადებით, იცვლება კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისის შექმნა შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში ქვეყნის ამოყირავება შეუძლია.

„ამ კონსტიტუციის, რომელსაც გუშინაც კომიტეტზე ვიხილავდით მესამე მოსმენით, შეცვლის აუცილებლობა კარგად იცის იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ისე იძალადა ქვეყნის ძირითად კანონზე, როგორადაც ძალადობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი პირადი ინტერესები და ამის გამო არც ადამიანი და არც მისი უფლებები არაფრად არ მიაჩნდათ.

სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით – მას თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისის შექმნა შეუძლია, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის უსერიოზულესი პოლიტიკური დონის ინსტუმენტი, ამოაყირავოს ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს. ამ ცვლილებებს როდესაც ვადარებთ რა პროცესი უძღოდა წინ, წლების განმავლობაში და მახსოვს 53 შენიშვნა შეტანილი კონსტიტუციაში, რომელსაც ის პოლიტიკური ძალა ახორციელებდა, რომელიც ჩვენ გველაპარაკება კონსტიტუციაზე ძალადობის თაობაზე, რომელიც ისე ცვლიდა კონსტიტუციას, რომ არც არავის ელაპარაკებოდა, ვენეციის კომისიას მასხრად იგდებდა, მერე იმ დროის პრეზიდენტი მესიჯებს გვიკითხავდა პირდაპირ ეთერში, როგორ ოხუნჯობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, მერე ვენეციის კომისიას შეცვლილ დოკუმენტს უგზავნიდნენ არა იმას, რაც იყო მიღებული, არამედ იმას, რაც უნდოდათ ეჩვენებინათ და კარს ჩაკეტავდნენ და არავის შიგნით არ უშვებდნენ, არათუ სახალხო განხილვას აწყობდნენ. კვირაში სამი შესწორება ერთად მიიღეთ, მახსოვს, მაშინ პარლამენტის წინ ვიდექი.

და ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს კონსტიტუციაზე ძალადობაზე. ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს დღეს აქვს ერთი სახელი, ეს არის ცვლილებები, რომელიც არ ემსახურება მმართველ პოლიტიკურ ძალას, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, რომელიც ასუსტებს მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენებს, მაგრამ აძლიერებს ქვეყანას, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აბალანსებს ხელისუფლების შტოებს და აძლევს ადამიანებს თავისუფლების და უფლებების მყარ გარანტიებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები