ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენას 300 000 ლარამდე დასჭირდება.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენას 300 000 ლარამდე დასჭირდება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, 8 ბინაში კოსმეტიკური რემონტის გარდა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაც არის საჭირო, რადგან ისინი სრულად განადგურდა.
ამ წუთებში ადგილზე მერიის წარმომადგენლები მუშაობენ და მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანები შეჰყავთ, რომლებიც სროლის დროს დაზიანდა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, მათი ნაწილ საკუთარ სახლებს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ამის შესახებ თბილისის მერიის ლაბორატორიის უფროსმა ლაშა სამხარაძემ განაცხადა.
სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, საინტერესო აზრები გამოითქვა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება-ბროკ ბიერმანი
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ოპტიმიზაციის მასშტაბებსა და კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სტრუქტურა ჩამოყალიბდება

საქართველოში არსებობს მთავრობა, რომელსაც ეკონომიკური და სხვა რეფორმების გაგრძელება სურს, რათა ეს ქვეყანა უფრო ევროპულ სახელმწიფოდ აქციოს-სუმა ჩაკრაბარტი
