ბერა ივანიშვილი – მინდა ჩემი ხმა შევუერთო თანატოლების სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო

ბერა ივანიშვილი – მინდა ჩემი ხმა შევუერთო თანატოლების სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ბერა ივანიშვილი ეხმაურება. როგორც ის “ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „სამარცხვინო პროცესები გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო“. ბერა ივანიშვილი ახალგაზრდების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ მათთან ერთად განიცდის ტკივილს.

„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა,” – წერს ბერა ივანიშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები