ბექა ოდიშარია: 28 ოქტომბრის არჩევნებით დამტკიცდა, რომ კიდევ „ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში

ბექა ოდიშარია: 28 ოქტომბრის არჩევნებით დამტკიცდა, რომ კიდევ „ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში

“28 ოქტომბრის არჩევნებით ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კიდევ „ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები აღარასოდეს გაყალბდება და ადამიანებს ყოველთვის ექნებათ სურვილიც და საშუალება, რომ არამხოლოდ გამოხატონ, არამედ დააფიქსირონ კიდეც საკუთარი ნება-სურვილი არჩევნებზე.
“მადლობა მინდა გადავუხადო 615 000 ადამიანს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა ჩვენ და ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ასევე, ბუნებრივია, მინდა მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად გულწრფელად, იმ ნახევრ მილიონ ადამიანს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც, ყოველ მიზეზგარეშე გვეიმედებიან მეორე ტურში. მე ვგულისხმობ იმ მებრძოლ პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანადაც გაბრაზებული არიან და სწორედ თავისი არმოსვლით გამოგვიგზავნეს გარკვეული გზავნილი, რომელიც შესმენილია. გზავნილი იუწყება: ხალხს სურს, რომ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს ახსოვდეს ძველი თანამებრძოლები, შეუვალი იყოს კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებასთან მიმართებაში, ებრძოლოს უქნარა ადამიანებს, ისევე როგორც, მავნებელ ჩინოვნიკებს, ზოგიერთი ლატენტურად შეფარულ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც მავნებლობენ პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურებში და შეგახსენებთ, თუნდაც, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან მიმართებაში ზოგიერთის მიერ „გაწეულ აქტივობას”. ამავე გზავნილში ადამიანები, ბუნებრივია, გვიწუნებენ იმ მდორე ტემპს, რომელიც შეეხება უკანონო ქონებების დაბრუნებას და სხვა სამართლებრივი საკითხების დროულ გადაჭრას. მინდა ამ ხალხს მივმართო: შესმენილია და მე ვიძლევი პირობას ჩემი გუნდის სახელით, რომ უახლოეს კვირებში ეს საზოგადოება დაინახავს ხელისუფლების, პარლამენტის და მმართველი პარტიის წიაღში გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანს მიმართა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წარსული შეახსენა.
“რაც შეხება ზოგიერთი ადამიანის ნაადრევ ზეიმს, და იმისა, ჩვენ ვაცნობიერებთ თუ არა. ბატონ სერგოს მივმართავ: ალბათ თქვენ უნდა გააცნობიეროთ ის ხიფათი, შეიძლება იმ ძალის, რომელსაც არ ვიცი გულწრფელად გულშემატკივრობთ თუ არა, მოყვება თქვენს მიმართ და თქვენი მხარდამჭერების მიმართ, რადგან იმ რევანშზე, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ალბათ პირველ რიგში შეეხება იმ ძალებს და იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც იწამეს, რომ თქვენ გუნდს – ბაქრაძის გუნდს არ აქვს მართლაც გასვრილი ხელი იმ გარკვეულ დანაშაულებებში, რომლის გულისთვისაც ზურგი აქცია ქართველმა ხალხმა “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაბამისად, გთხოვთ, პირიქით თქვენ გააცნობიეროთ, საით უბიძგებთ თქვენს ამომრჩეველს და არის თუ არა ის მზად, რომ არა ბაქრაძის პროგრამა, არამედ მიშა სააკაშვილის რევანშის, ხვალინდელი ძალადობის და სიძულვილის პოლიტიკის ნაწილი გახდეს.
რა საარჩევნო კამპანია ჩატარდა?! რა შედეგი მიიღო საზოგადოებამ?! ვინც თუნდაც მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას?! ან ვინც შეცდომაში შევიდა. რა არ მოიგონეს ქალი პრეზიდენტის (კანდიდატის) მიმართ. დედით მეგრელს მეგრელების სიძულვილი დასწამეს, მამით კახელს კახელების სიძულვილი დასწამეს, 90-იანების თაობის შვილების პატრონს 90-იანების თაობის ზიზღი დასწამეს. კიდევ რა ჩამოვთვალო? გუშინ კანდიდატურის მოხსნა, ფულის თხოვნა… რამდენი სიბინძურე და ტყუილი იყო ტირაჟირებული და მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი: რამდენი გითმინათ ამ ქალბატონმა! ბოლომდე მოგითმინათ! გარწმუნებთ, მეორე ტურის ბოლომდეც მოგითმენთ და 2 დეკემბერს იქნება თუ 25 ნოემბერს, მერწმუნეთ, ქართველი ხალხი აღარ მოგითმენთ და დააფიქსირებს საბოლოოდ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები