ბექა დავითულიანი: “ევროპული საქართველო” ცდილობს, მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც მათთვის არ იქნება სახარბიელო

ბექა დავითულიანი: “ევროპული საქართველო” ცდილობს, მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც მათთვის არ იქნება სახარბიელო

“ევროპული საქართველო” ცდილობს, წინსწრებით მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება მათთვის სახარბიელო”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას განაცხადა.
​ხოლო რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” განცხადებას – ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის, თითქოსდა, დაშინებაზე – მისთვის გაუგებარია, ეს ადამიანები როგორც საუბრობენ ამ საკითხზე.
“ჩვენ ვნახეთ გასული სიუჟეტი. ოქროყანაში პირველი ტურის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა” ქართული ოცნების” კანდიდატმა, მეორე ტურში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს ველით.
აქედან გამომდინარე, ყველასთვის გასაგებია, რომ დღესაც ისეთივე გაუგებარ დარღვევებზე საუბრობენ, როგორზეც, მაგალითად, ზუგდიდში საუბრობდნენ. ათასობით სიუჟეტი ვნახეთ და მხოლოდ, თუ არ ვცდები, 22 ოქმი დაიწერა, ისიც მხოლოდ ტექნიკურ დარღვევაზე.
რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” ანუ “ნაციონალური მოძრაობის” განშტოების განცხადებას – კრიმინალური სამყაროს ჩართვასა და დაშინებაზე საერთოდ “ნაციონალური მოძრაობა” როგორ საუბრობს?
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ქუჩები როგორ ივსებოდა ყოველი არჩევნების წინ ახლადგათავისუფლებული ადამიანებით და მერე ისევ იცლებოდა იმიტომ, რომ ხელახლა აკავებდნენ.
გიგა ბოკერიამ განაცხადა ბრიფინგზე, თუ არ ვცდები, გვარი ციხელაშვილი დაასახელა, რომ მესამე არჩევნებია, ხმების მოპოვების სანაცვლოდ ხელისუფლება ამ ადამიანს გათავისუფლებას ჰპირდება ოქროყანელებსო. თუ მესამე არჩევნებია, ჰპირდება, ესე იგი, არ გაუთავისუფლებია, მისივე ლოგიკით ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებს.
თუ, მაინცდამაინც, კრიმინალს ეძებენ, ლევან თოფურიძე არ არის კრიმინალი, სოსო თოფურიძე მოიკითხონ საკუთარ რიგებში.
მათი მიზანია არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია, მათ შორის – ოქროყანაში, რომელიც ერთ-ერთი დიდი უბანია”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისათვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან ინფორმაცია აქვს, რომ პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში კრიმინალების მობილიზება ხდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები