ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ადგილობრივი პოლიცია წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტით დაინტერესდა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ადგილობრივი პოლიცია წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტით დაინტერესდა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ადგილობრივი პოლიცია წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტით დაინტერესდა. ბელგიის პოლიციაში დაზარალებულის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული „პირველი არხის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ლიეჟში, კონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები