BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა

BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ზაფხულის დადგომასთან ერთად, რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს და აქვეყნებს 5 ადგილს, სადაც მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა. მათ შორის, გამოცემა საქართველოზეც წერს.

1. კავკასიის რეგიონი – ეს მთიანი რეგიონია ევროპისა და აზიის საზღვარზე. მიმდინარე თვეში აქ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, 4 ივლისს 40.5 გრადუსი დაფიქსირდა.

2. აღმოსავლეთ კანადა – აქ მხოლოდ გასულ კვირას, სიცხის გამო 70-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი 65 წელს იყო გადაცილებული. ქვეყნის დედაქალაქში, ოტავაში 2 ივლისს 47 გრადუსი დაფიქსირდა.

3. სამხრეთ კაროლინა – აქ ტემპერატურამ ბოლო 79 წლის რეკორდი მოხსნა და 43.9 გრადუსი შეადგინა.

4. სიდნეი, ავსტრალია – ივლისში, ზედიზედ ორი დღე აქ 24.7 გრადუსი ფიქსირდებოდა, რაც საშუალოდ, 8 გრადუსით მეტია, ვიდრე წელიწადის ამ დროს ამ ადგილს ახასიათებს.

5. ალჟირი – ქვეყნის ჩრდილოეთით, უარგლის პროვინციაში 5 ივლისს 51.3C გრადუსი დაფიქსირდა.

თბილისი მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში ცოტა ხნის წინაც მოხვდა მოხვდა.

მსოფლიოში სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციები გაავრცელა.

დამწვრობის ეროვნულმა ცენტრმა კი, გარუჯვის მსურველებისთვის რეკომენდაციები მისცა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები