ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა.
დაშავებულები თავდაპირველად დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ისინი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოინახულა.
„მოვინახულეთ დაშავებულები, რაც მთვარია ყველა გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი რა პრობლემებიც არის შექმნილი პირველ რიგში ჯანმრთელობასთან და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს მათ მოგვარებაზე“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები