“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატ

“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატ

“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატურასთან კარვების გაშლას შეეცადნენ, რასაც პოლიციის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს კარვები პოლიციელებმა ჩამოართვეს. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის პროკურატურის შენობასთან მიმდინარეობს.

მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მეოთხე დღეს, მიმდინარეობს და მათი მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა და ზარალის ანაზღაურებაა.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია სრულად გაანადგურა. დაზარალებულებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით თბილისის მერიამ 3000 ლარი გადასცა. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.

შპს „ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს – 50000-ლარიანი, ხოლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები