ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე – მიხეილ ბატიაშვილი

ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე – მიხეილ ბატიაშვილი

დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას სკოლებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი მძიმე დარტყმა, რაც ადგება სკოლას, არის ბოლო კლასებში მაქსიმალური ორიენტაციის აღება გამოცდებზე. ფაქტობრივად, ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით და შეფასებით, ბოლო კლასებში დარღვეულია საწავლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია სწავლების. სკოლა უნდა ასრულებდეს სკოლის როლს და ამ კომპონენტში ჩვენი მთავარი ხედვა არის სკოლის როლის გაძლიერება. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე.

ის ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, ორიენტირებულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუბრუნოთ სკოლას თავისი როლი, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორები, რომელიც არსებობს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს და ეს შეეხება იგივე კორუფციას. ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმები, რომ სკოლა დავიცვათ. თუმცა არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ მხოლოდ კორუფციისგან დაცვით ხელი შევუწყოთ სწავლების ხარისხის ამაღლებას. სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს მოიცავს. სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რაშიც მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და შედეგები იმას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ. ყველა რეფორმა მიმართულია იქით, რომ გაძლიერდეს სკოლა და მშობელი დავიცვათ კორუფციისგან“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები