ბატონი უგულავა გამოვიდა მინაბული თვალებით – ის ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი! – კალაძე

ბატონი უგულავა გამოვიდა მინაბული თვალებით – ის ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი! – კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მართავს.

“2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა. ეს არის დაახლოებით 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. იყო დავები სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. 

​დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის უგულავს  მერობის დროინდელი. 

ბატონი უგულავა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და საზოგადოებას ბოდიშს უხდის ჩემი განცხადებების გამო და არა იმის გამო, რაც თავად ჩაიდინა თბილისის და თბილისელების წინაშე. ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები