ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას

ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას

ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის. შეურაცხმყოფელია ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, მოგვიწოდებდეს ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, ფორმალურად იყოს ჩართული მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

„სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა. რასაც აქ აკეთებდა, უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები