ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენცია

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენცია

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენცია – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხები, საზღვაო სექტორის განვითარების ინიციატივები, სამეცნიერო კვლევების შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმები განიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „შავი ზღვის გარემოსა და მისი წყალშემკრები აუზის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორნადუმი გაფორმდა.

სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, უკრაინელ კოლეგასთან ვასილ პოლუიკოსთან ერთად მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შავი ზღვის დაცვის მიმართულებით გაძლიერდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები