ბათუმში, მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიღუპა.

ბათუმში, მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიღუპა.

ბათუმში, მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპვის მიზეზი მშენებლობიდან ამწის მოწყვეტამ გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები