ბათუმში მიმდინარე მშენებლობაზე ტექნიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მისული ექსპერტი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

ბათუმში მიმდინარე მშენებლობაზე ტექნიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მისული ექსპერტი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც სამუშაოების მწარმოებელმა, მერაბ ჩხიკვაძემ რუსთავი 2-ს უთხრა, ექსპერტს უნდა ჩაეტარებინა ამწეს დიაგნოსტიკა, რა დროსაც, ქვემოთ ჩამოსვლისას, კიბეზე ფეხი აუცურდა და დაახლოებით, მეოთხე-მეხუთე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა.
საქმეზე გამოძიება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი
