ბათუმში მდებარე არდაგანის ტბის გაწმენდას საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი “ტვიტერის” მეშვეობით კიდევ ერთხელ ეხმაურება

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბის გაწმენდას საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი “ტვიტერის” მეშვეობით კიდევ ერთხელ ეხმაურება

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბის გაწმენდას საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი “ტვიტერის” მეშვეობით კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია.
„მოცეკვავე შადრევნები“ არდაგანის ტბასთან რამდენიმე საათის შემდეგ. როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია“, – წერს ელჩი.
​შეგახსენებთ, რომ დღეს შვედეთის ელჩმა ბათუმში მდებარე არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ საკუთარ “ტვიტერში” დაწერა. მან სურათიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტბა შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან არც ისე მიმზიდველი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები