ბათუმში, გარემოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით წერეთლის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, გარემოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით წერეთლის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, გარემოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით წერეთლის ქუჩა გადაკეთეს. მათი განცხადებით, დახლები და ნივთები დილით ალაგებული დახვდათ, რის გამოც თევზის გაყიდვა ვერ შეძლეს. გარემოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მერიასა და სამართალდამცავებს წერეთლის ქუჩაზე განთავსებული კომერციული ფართების მეპატრონეებმა მიმართეს, მათ შორისაა ერთ-ერთი აფთიაქი, სადაც განმარტეს, მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით ვაჭრობის გამო მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაა, რაც მათ მუშაობას აფერხებს. ქუჩის დასუფთავება მერიის შესაბამისმა სამსახურმა დილიდან დაიწყო.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გარევაჭრობის პრობლემის აღმოფხვრას თვითმმართველობა წლებია უშედეგოდ ცდილობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები