ბათუმში გაჩენილი ხანძრის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებ

ბათუმში გაჩენილი ხანძრის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებ

ბათუმში გაჩენილი ხანძრის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ლეოგრანდში ისევ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოქალაქეები კი სასტუროს შესასვლელთან ყვავილებსა და სანთლებს ტოვებენ.

აჭარის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში სასტუმროს თანამშრომლების ნაწილის დაკითხვა, ნაწილის გამოკითხვა დაიწყება. სასტუმრო ლეოგრანდის უფლებადამცველი ამბობს, რომ ხელმძღვანელობა გეგმავს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს და გარდაცვლილთა ოჯახებს მატერიალურად დაეხმაროს. ადვოკატის განცხადევით, სასტუმროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები