ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.

ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

წინასწარი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები