ბათუმში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტრო ქსელის აღდგენას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს

ბათუმში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტრო ქსელის აღდგენას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს

ბათუმში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტრო ქსელის აღდგენას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმში ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მუშაობა კვლავ გრძელდება და ეტაპობრივად მიმდინარეობს ავარიების ლიკვიდაცია“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ელექტროქსელი დმანისის, წალკის, ნინოწმინდასა და ახალქალაქის რაიონებშიც დაზიანდა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.
კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი აღდგენითი სამუშოები გრძელდება და ენერგომომარაგება დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები