ბათუმში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედების ფაქტზე, 30 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

ბათუმში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედების ფაქტზე, 30 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

ბათუმში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედების ფაქტზე, 30 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარლდებულის დაკავება ბათუმის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. უკრაინის მოქალაქე, რომელიც ამავდროულად, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა, დანაშაულში გოგონას დედამ ამხილა. მშობელი ამავე სასტუმროში მუშაობდა და მას შვილი სამსახურში ხშირად მიჰყავდა. დედამ სამართალდამცველებს ინფორმაცია 2 თებერვალს შეატყობინა.
როგორც გოგონას დედა განცხადებაში ამბობს, სასტუმროს მფლობელი მის შვილთან გარყვნილ ქმედებას პერმანენტულად სჩადიოდა. დედის ინფორმაციით, მსგავსი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, რის შემდეგაც მან შვილს გამოჰკითხა, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ზრდასრულ მამაკაცს მასთან. შვილის გამოკითხვის შემდეგ, დედამ სამართალდამცველებს მიმართა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 141- მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები