ბათუმში 32 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში 32 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში 32 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე სასტუმრო “ეიფორიის” უკან მოხდა.

“ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა. “ამწე კრანი” ცენტრალური ძაბვის სადენებს მიედო, რა დროსაც კაცი მანქანაზე იყო მიყრდნობილი. ის ადგილზე გარდაიცვალა,-” აცხადებენ თვითმხილველები.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

26 ივლისს საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხისშემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი და აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების წესი განსაზღვრა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები