ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციიდან აცნობეს.
როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, გარიცხვის მიზეზი კახიძის საქმიანობის პარტიის პრინციპებთან შეუსაბამობაა.
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.

”საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება” – პრემიერმა სწავლება ”დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ”-ირაკლი კობახიძე
