ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ შეხვედრებს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ  შეხვედრებს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ.

„დიდი პატივია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მაია სანდუსვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს ყველა მეგობრის მასპინძლობა, რომლებიც დღეს ფიზიკურად თუ ვირტუალურად შემოგვიერთდნენ. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები