ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. იზრდება ფრენების რაოდენობა განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც რეგიონს უკვე სტუმრობს ტურისტები ბელარუსიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან. ივნისიდან, კი ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანიები LOT Polish Airlines „ვარშავა – ბათუმი – ვარშავა“, Ukraine International Airlines „კიევი – ბათუმი – კიევი“, ასევე Fly Dubai „დუბაი-ბათუმი-დუბაი“ და Air Arabia „შარჟა-ბათუმი-შარჟა“.

აპრილის თვის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს არსებული ფრენების 60% უკვე აღიდგინა და ეს პროცესი გრძელდება.

არსებული მონაცემებით, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდანყახახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები