ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ იგივე კაფე “ფანტაზია” გაიხსნა.

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ იგივე კაფე “ფანტაზია” გაიხსნა.

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ იგივე კაფე “ფანტაზია” გაიხსნა. ცერემონიას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება.

რვაფეხა ე.წ კაფე „ფანტაზია“ ძველი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელდა. სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.

“სამ მილიონამდე დაიხარჯა კაფის სრული რეაბილიტაციისთვის, მთლიანად გამაგრდა კარკასი და ძველი სურათების მიხედვით აღვადგინეთ, ფონდი ქართუ ბევრ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს აჭარაში, რომელთა საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდს აღწევს”-განაცხადა ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები