ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა.

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა.

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომბილი და მიკროავტობუსი დაეჯახა. ავარიაში 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულები ქობულეთისა და ბათუმის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები