ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც ცნობილია, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები