მსგავსი სიახლეები

«The Wall Street Journal»-ის სკანდალური სტატია: მაკკეინის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა; ის ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტნიორია

ბარსელონას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და კატალონიის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფა გააპროტესტა.
ესპანეთის ერთიანობის მომხრეებს ეჭირათ ბანერები – “კატალონია ესპანეთია”. ბევრი მათგანი სკანდირებდა, რომ კატალონიის ავტონომიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი უნდა დააპატიმრონ.
აქცია მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა დღეს, 28 ოქტომბერს, მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, კარლეს პუჩდემონი მთავრობის სრული შემადგენლობით გადააყენა და კატალონიის პარლამენტი დაშალა.
27 ოქტომბერს კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფასა და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, 70 ხმით 10-ის წინააღმდეგ.
კატაალონიის საკონსტიტუციო კრიზისი კი იმ დროს დაიწყო, როდესაც პუჩდემონის სეპარატისტული მთავრობის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი გაიმართა. კატალონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ პირველი ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, რეფერენდუმში მოსახლეობის 42,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.