ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე – ლაშა ნაცვლიშვილი ეხმაურება

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე – ლაშა ნაცვლიშვილი ეხმაურება

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე – ლაშა ნაცვლიშვილი ეხმაურება. ნაცვლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

“ისე გაუვიდათ ყავლი კომუნისტებს, ისე აღესრულნენ და შეუერთდნენ პოლიტიკურ მარადისობას, 1913 წლის მონაცემებთან ჩვენი ცხოვრების დონის შედარება და ამით ტრაბახი ვერ მოიშალეს. ასეა მარგველაშვილიც – სააკაშვილზე ბევრად ნაკლები ხალხი მყავს შეწყალებულიო, ამაყად განგვიცხადა აგერ უკვე მეორე ეთერიდან. შე კაი დედმამიშვილო, კაცის დაჭერა-გაშვება ბიზნესად რომ ჰქონდა ქცეული, რაღა სულ იმ მიშაზე გაქვს სწორება, აგერ, ესტონეთის ოთხ პრეზიდენტს, ჯამურად, მთელი დამოუკიდებლობის მანძილზე, სულ 120 კაცი ჰყავს შეწყალებული და ეს მიდგომა აგეღო ორიენტირად, ჰუმანური მართლმსაჯულების ევროპულ სტანდარტზე რომ დაიღვარე ტირადად. სხვისკენ კი იშვერდი ხელს, სკამმა შეცვალა “ოცნებაში” ხალხიო, მაგრამ აქაც თვითლუსტრაცია გამოგივიდა – მიშას სკამში რომ ჩაასვენებ დაღლილ ხორცს, ეტყობა, მიშას ვნებებზე მოჭრილი ყველა საწყაული მშობლიური და ღვიძლი ხდება”, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები