ბარბადოსზე მომღერალი რიანას ბიძაშვილი ტეივონ კეისინ ალეინი მოკლეს. ამის შესახებ რიანამ Instagram-ზე დაწერა.
კეისინ ალეინს სანტ-მაიკლის ოლქში ესროლეს. ის სახლში მიდიოდა, როდესაც მას უცნობი კაცი მიუახლოვდა და რამდენიმე ტყვია დაახალა. 21 წლის ალეინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
“მშვიდობით იყავი…არ მჯერა, რომ ჯერ კიდევ გუშინ ჩემს მკლავებში იყავი! არ მეგონა, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა”, – დაწერა მომღერალმა Instagram-ზე.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
ვენესუალაში ინფლაციის მაღალი დონის გამო ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი კომუნის მაცხოვრებლებმა საკუთარი ვალუტა შექმეს.

აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთმა ამერიკის სამხედრო ტექნოლოგიები მოიპარა ჰიპერხმოვანი ფრთოსანი რაკეტების შემუშავების დროს.

„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“-პეტრო პოროშენკო
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, “დემოკრატიის აკვნად” წოდებული აშშ თავისი დოლარებით სხვა ქვეყნების ნების ყიდვას ცდილობს
