ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ-გახარია

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ-გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ.

როგორც გახარიამ განაცხადა, დანიშნულია ექსპერტიზები.

„ეს სამწუხარო ტრაგედია მოხდა დღეს. უკვე ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, ექსპერტიზები დანიშნულია და რაღაც შედეგები გვექნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. შემთხვევის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა.

შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები