ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 5 მოზარდი სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 5 მოზარდი სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 5 მოზარდი სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა განაცხადა, მათ პირველადი კვლევები ჩაუტარდათ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებს ამ დრომდე მკურნალობენ.
“მოზარდებს თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ, მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩატარდა პირველადი კვლევები და ამ დრომდე მიმდინარეობს მკურნალობა. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან პაციენტები”,-აღნიშნა ექიმმა.
ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის, ბესიკ წივწივაძის თქმით, ერთ-ერთ ბიჭს თავის არეში სკალპირებული ჭრილობა აქვს, თუმცა მძიმე დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. როგორც მან განაცხადა, მოზარდები მკურნალობას სტაციონარში განაგრძობენ.
“ერთ-ერთ ბიჭს აქვს სკალპირებული ჭრილობა თავის არეში, საკმაოდ დიდი ზომის ღრმა ჭრილობა. მოზარდს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ორ გოგონას კი, სახეზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება, ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია, შიდა მძიმე დაზიანება არ აქვთ და მკურნალობას სტაციონარში განაგრძობენ”,-განაცხადა ბესიკ წივწივაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები