ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. MAN-ისა და KAMAZ-ის ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახებისას ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, 55 წლის მამაკაცი დაიღუპა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელი იყო. უწყების ინფორმაციით, კომპანია დაკრძალვის ხარჯებს სრულად უზურნველყოფს.
მომხდარზე აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები