ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა. ამის შესახებ NBC ბაჰამის კუნძულების პრემიერმინისტრ ერიკა ველს კოკსზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება, ამიტომ, მსხვერპლთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
„დორიანი“ კუნძულებს ერთი კვირის წინ დაატყდა.
ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მონაცემით, „დორიანის“ შედეგად განადგურებული ან დაზიანებულია 13 ათასზე მეტი შენობა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები