ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 4 მარტს მოუსმენენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.
„ჩვენ ვპასუხობთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინადადებას, რომ მათ აქვთ სურვილი მოვიდნენ პარლამენტში, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და წინადადებები, რაც მათ ჰქონდათ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. დღეს ვაცხადებ: ეს შეხვედრა შეიძლება შედგეს ორშაბათს, 12:00 საათზე, გვქონდა გარკვეული კონტაქტები და შევთანხმდით, დანარჩენ დეტალებს ადგილზე გაარკვევთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლეს.

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო ორბიტაზე ლაზერის განთავსებას გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს

გიორგი კეკელიძე: ხელვაჩაურში, სტიქიას გადარჩენილ გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების სტიპენდიას დავუნიშნავთ
