“აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება”-ივანე მაჭავარიანი

“აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება”-ივანე მაჭავარიანი

“აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტს, შიქსინ ჩენს (Shixin Chen) შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე.
„აზიის განვითარების ბანკმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. ითქვა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი, 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ADB-ს წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები