აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა ნოვრუზ მამედოვმა კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა ნოვრუზ მამედოვმა კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა ნოვრუზ მამედოვმა კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ინციდენტი დღეს დილით ბაქოში, ქეროღლუს ხიდზე მოხდა, საიდანაც კაცი გადახტომას აპირებდა. სუიცუდის მცდელობის გამო მაგისტრალზე მოძრაობა გადაიკეტა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. როგორც აზერბაიჯანის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, ინციდენტის შესახებ პრემიერმა მალევე შეიტყო, რის შემდეგაც კაცთან მობილური ტელეფონით დალაპარაკება მოითხოვა.

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მან კაცს ხიდიდან გადახტომა გადააფიქრებინა.

პოტენციური თვითმკვლელი 49 წლის იაშარ ახმედოვი აღმოჩნდა. თავის მოკვლა მას ოჯახური კონფლიქტის გამო სურდა. გაირკვა ისიც, რომ ის ცოლმა მიატოვა და ბავშვებიც წაიყვანა. პრემიერმინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს ახმედოვის ცოლისა და შვილების მოძებნა დაავალა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები