აზერბაიჯანის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების თქმით, ის მკვლელობის ბრალდებით 2014 წლიდან ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. შსს-ს თქმით, აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის “აკმ-ის” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყებით ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები