აზერბაიჯანი, ერაყი და ყაზახეთი შესაძლოა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

აზერბაიჯანი, ერაყი და ყაზახეთი შესაძლოა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების (GECF) სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. სააგენტო TREND– ის ცნობით ამის შესახებ GECF-ის გენერალური მდივანი იური სენტიურინი აცხადებს.
სენტიურინის თქმით, ამ ქვეყნებს კარგი შანსი აქვთ მათი როლი გაზარდონ ორგანიზაციაში.
“იგეგმება მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახლა დამკვირვებლები არიან. შევეცდები დავარწმუნო, რომ საჭიაროა მათი მონაწიელობა უფრო აქტიური გახდეს”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში მომწოდებლებისა და მომხმარებელთა სტრუქტურა ბუნებრივი გაზის ბაზარზე მკვეთრად შეიცვალა. ის ბაზარზე ახალი მიმწოდებლების გაჩენასაც არ გამორიცხავს.
GECF დაფუძნდა თეირანში 2001 წელს, თუმცა 2008 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში მიიღეს შესაბამისი წესდება. GECF-ის წევრ ქვეყნებზე მსოფლიოს გაზის წარმოების 42% და მსოფლიოს გაზის რეზერვების 70% მოდის. ორგანიზაციას OPEK-ის ალტერნატივადაც განიხილავენ. ორგანიზაციაში დამკვირებლის სტატუსი აზერბაიჯანმა 2015 წელს მიიღო.
წყარო:imedinews.ge
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს, იანგ ტაე კიმს შეხვდა
