“აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ”, – ამბობს ემინ მილი

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ”, – ამბობს ემინ მილი, ბერლინში დაარსებული, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რა გამოწვევების წინაშე დგანან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, როგორ ფუნქციონირებს ონლაინ-პლატფორმა, ამ და სხვა თემებზე ემინ მილი ამერიკის ხმას ვაშინგტონის სტუდიაში ესაუბრა. მან ასევე შეაფასა ჟურნალისტ აფგან მუხტარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და მისი დაპატიმრების ფაქტი და თქვა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელიც აჩვენებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები თუ აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. მისი თქმით, მუხტარლის საქმე აზერბაიჯანის ხელისუფლების გავლენის დემონსტრირება იყო:
“ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა. მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა”.
მსგავსი სიახლეები

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივები ნორვეგიის თითოეულ მოქალაქეზე გადაანგარიშებით დაახლოებით 200 ათასი დოლარი გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
