ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუისთან.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუისთან.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუისთან. ავტობანზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

გარდაცვლილის თანმხლები პირის თქმით, ახალგაზრდები სოფელ რუისთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და იგი პოლიციაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები