ავტობანზე, კერძოდ, თერჯოლის გადასახვევთან ავარია მოხდა

ავტობანზე, კერძოდ, თერჯოლის გადასახვევთან ავარია მოხდა

ავტობანზე, კერძოდ, თერჯოლის გადასახვევთან ავარია მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ალმოდებული მანქანიდან მგზავრების გამოყვანა დროულად მოხდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები