ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა

საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა, – ამის შესახებ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავის დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, 27 მაისს მიიღეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები