ავსტრიის პრეზიდენტი: საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ არჩევნები კარგად ჩატარებულად შეაფასა

ავსტრიის პრეზიდენტი: საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ არჩევნები კარგად ჩატარებულად შეაფასა

საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ არჩევნები კარგად ჩატარებულად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების სფეროები აქაც არსებობს, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიების სურვილია პოლარიზაციის დამთავრება.

„ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ ეს არჩევნები შეაფასა, რომ კარგად ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების სფეროები აქაც არსებობს. მათი სურვილია პოლარიზაციის დამთავრება. ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ძალიან რთული ამოცანა აქვს ამ პოლარიზაციის შესუსტებისა და შუამავლობის თვალსაზრისით, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები