ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი  კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე საქართველოში, კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. ირმა კვიცარიძე Facebook-ზე 4 ძირითად რჩევაზე მიუთითებს:

„1. იმოძრავეთ ბევრი ოთახში (აუცილებელია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, რაც ყველაზე ხშირი გართულებაა კოვიდპაციენტებში); 2. მიიღეთ სულ მცირე ორ ლიტრამდე სითხე; 3. ელემენტარულია – გაბერეთ ბუშტი ყოველ საათში ერთხელ მაინც; 4. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით – კვების რაციონის მეთვალყურეობა, ხილი ამოიღეთ რაციონიდან, ვიდრე ინფექცია გაქვთ“, – წერს ირმა კვიცარიძე.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები