“ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქეიფობდნენ”

“ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქეიფობდნენ”

“თამაშობენ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ ემოციებზე. ვიღაცამ შეიძლება, მართლა დაიჯეროს, რომ ეს ადამიანები გაბრაზებულები არიან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხდა.
თამაშობენ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ ემოციებზე. ვიღაცამ შეიძლება, მართლა დაიჯეროს, რომ ეს ადამიანები გაბრაზებულები არიან. მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესენი ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ და ჩამოჰყავდათ ადამიანები, ვისაც არანაკლებ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელებთან და ოკუპანტ პუტინთან მათ შორის. ვერ ვიჯერებ აგრეთვე იმას, რომ როდესაც ადამიანი, რომელიც მთავარი ლიდერია ამ ვითომ აღშფოთებისა და ფსევდოპატრიოტული აქციების, წლების წინ, 5 წლის განმავლობაში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას სწავლობდა. და იქ, იმ ფაკულტეტზე „მგიმოში“ „კაგებესა“ და „ეფესბეს“ გარეშე არაფერს ასწავლიდნენ და ისინი შტატებისა და ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოებას არ ასწავლიდნენ. ასწავლიდნენ რუსეთის საგარეო უსაფრთხოებას და ზუსტად იციან, რაც უფრო რადიკალი და პროვოკატორი იქნება სხვა ქვეყანაში, ის რუსეთის სასარგებლოდ უფრო კარგად იმოქმედებს და „სატოპკეს“ უფრო კარგად აუწევს. „პაკლონნაია გარაზე“ მყოფ ადამიანებთან ამ ყველაფერს ალაგებენ და როდესაც ჩხეიძეები და ა.შ. იქ, შალვას ფანჩატურში სხედან და იქ ლაპარაკობენ სამომავლო გეგმებზე, რუსული ლინკებით გაჯერებული ამ საეჭვო ჯგუფების ამ მიმართულებით გულწრფელ ემოციას ამ ქვეყანაში ვერ ვიჯერებ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები